„მიუხედავად პანდემიით გამოწვეული რთული ვითარებისა, რომელიც სერიოზული პრობლემაა მთელი მსოფლიოსთვის, სოციალური და ჯანდაცვის მიმართულებების ბიუჯეტიდან ერთი თეთრი არ მოგვიკლია. პირიქით – დავამატეთ, რათა პრიორიტეტები სწორად გადაგვენაწილებინა და მაქსიმალურად დავხმარებოდით იმ ოჯახებს, იმ ადამიანებს, ვისაც ყველაზე მეტად გაუჭირდათ, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდებათ ჩვენი თანადგომა და მხარდაჭერა“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორცილებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.
კახა კალაძის თქმით, ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც, სოციალური ან ჯანდაცვის მიმართულებით, დახმარება სჭირდება, დედაქალაქის მერიის იმედი შეუძლია ჰქონდეს.
„სოციალური მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მაგარი პროგრამები, რომლებითაც ვეხმარებით ოჯახებს, ადამიანებს, სტუდენტებს. ასევე, ჯანდაცვის მიმართულებით, დაფინანსდა ძალიან ბევრი პროგრამა. 2 მილიონზე მეტი მოთხოვნა დავაკმაყოფილეთ. რა თქმა უნდა, ვისურვებდი, რომ რაც შეიძლება ნაკლები სოციალურად დაუცველი ოჯახი ჰყავდეს ქალაქს, მაგრამ ვიდრე ამის საჭიროება და აუცილებლობა დგას, მათ ყოველთვის ექნებათ ჩვენი მხარდაჭერა და თანადგომა“, – აღნიშნა დედაქალაქის მერმა.