კალაძე: ძველი თბილისის მიმართულებით მუშაობა გაგრძელდება, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს

651

ძველი თბილისის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორციელებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას.

კახა კალაძის თქმით, განსაკუთრებული ყურადღება იქნება მიმართული, რომ თბილისი კომფორტული, ადაპტირებული და ინკლუზიური ქალაქი იყოს.

„ძველი თბილისი არის მიმართულება, რომელსაც პირადად მე ძალიან დიდ ყურადღებას ვაქცევ. ბევრი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, რომელიც მძიმე მდგომარეობაშია, დანგრეულია და საჭიროებს რეაბილიტაცია, ეს არის საგანძური, რომელიც ჩვენ მემკვიდრეობით გვერგო. ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ მოხდეს მათი განახლება, რეაბილიტაცია როგორც ორბელიანის მოედანსა და მიმდებარე ქუჩებზე, ახლა მიმდინარეობს გუდიაშვილის მოედნის რეაბილიტაცია და განახლება. თითოეულ დეტალს, ორნამენტს განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა, რომ ავთენტურობა შენარჩუნებული იყოს. ძველი თბილისის მიმართულებით გაგრძელდება მუშაობა, რომ რაც შეიძლება მეტი ძეგლის რეაბილიტაცია მოხდეს“, – განაცხადა კახა კალაძემ.