კალაძე: მეამაყება, რომ მოვახერხეთ და ქალაქში დაინერგა საპარკო კულტურა

472

ნამდვილად მეამაყება, რომ მოვახერხეთ და ქალაქში დაინერგა საპარკო კულტურა, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორცილებული პროექტების ანგარიშის წარდგენისას განაცხადა.

მისი თქმით, გარემოსდაცვითი პოლიტიკა, პირადად მისთვის და მისი თანაგუნდელებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

„ჩვენ ვსაუბრობდით ჰაერის დაბინძურებასა და არსებული გარემოს გაუმჯობესებაზე და შესაბამისად, ამ მიმართულებით ძალიან მაგარი პროექტების განხორციელება მოვახერხეთ. მოხდა პარკების რეაბილიტაცია, სკვერების განახლება, რაც ძალიან კარგია და ნამდვილად მეამაყება, რომ მოვახერხეთ და ქალაქში დაინერგა საპარკო კულტურა. შეგიძლიათ ნახოთ, ყველა რეაბილიტირებული პარკითა და განახლებული სკვერით რამდენი ადამიანი სარგებლობს ყოველდღიურად. გადავსებულია ადამიანებით და მიხარია, რომ ყველა თაობის ადამიანისთვის შექმნილია შესაბამისი სივრცე იმისთვის, რომ ახალგაზრდებმა, საშუალო ასაკის ადამიანებმა, ხანდაზმულებმა, ყველამ შეძლოს დასვენება და განტვირთვა. ასევე, ყველამ შეძლოს, რომ სპორტით დაკავდეს და ა.შ. ეს მიმართულება კიდევ უფრო უნდა გავაძლიეროთ, რადგან დედაქალაქს აქვს ძალიან დიდი რესურსი იმისა, რომ თბილისი იყოს ყველაზე მწვანე ქალაქი ევროპაში“, – განაცხადა კახა კალაძემ.