„როგორც ამ ქალაქის მერს, ძალიან მეამაყება, რომ წერტილი დავუსვით ქალაქის ქაოტურ განაშენიანებას, რომელიც სერიოზული პრობლემა იყო ადგილობრივი მოსახლეობისა და ყველა იმ ადამიანისთვის, ვისაც ეს ქალაქი უყვარს“, – განაცხადა დედაქალაქის მერმა მართვისა და ეკონომიკური განვითარების პოლიტიკის მიმართულებით განხორცილებული პროექტების ანგარიშს წარდგენისას.
კახა კალაძის თქმით, ქაოტურ განაშენიანებას მერია არც სამომავლოდ დაუშვებს.
„ჩვენ მივიღეთ ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები, საკანონმდებლო ცვლილებები, ახალი რეგულაციები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი მწვანე სივრცე შენარჩუნებულიყო ქალაქში, ახალი პროექტები განხორციელებულიყო და წლების განმავლობაში არსებული ძალიან მავნე პრაქტიკა ერთხელ და სამუდამოდ დაგვესრულებინა. არც ერთ რეკრეაციულ სივრცეში, არც ერთი სპორტული მოედნის ხარჯზე, არ ხდება მშენებლობები. რა თქმა უნდა, ეს მომავალშიც გაგრძელდება“, – აღნიშნა თბილისის მერმა.