გელათის ტაძარში მდგომარეობა ნამდვილად არ არის სახარბიელო , – აღნიშნული ინფორმაცია იუნესკო-ს ექსპერტებმა გააჟღერეს. ექსპერტებმა ტაძარში მუშაობა დაასრულეს.
ექსპერტებმა ქართველ სპეციალისტებთან ერთად ერთი კვირის განმავლობაში იმუშავეს. მათ შეისწავლეს, როგორც ტაძრის შიდა, ასევე სახურავზე არსებული მდგომარეობა.
მათი ინფორმაციით, ტაძარში ინფილტრაცია გრძელდება, ასევე რთული მდგომარეობაა ფრესკებთან მიმართებით და პროცესი გრძელდება.
ექსპერტები აცხადებენ, რომ იტალიაში დაბრუნების შემდეგ დადებენ შესაბამის დიაგნოზს და რეკომენდაციებს. სწორედ აღნიშნულ რეკომენდაციების მიხედვით მოხდება შემდგომი ნაბიჯების დაგეგმვა