გორის მერიას ხელშეკრულებით თანამშრომლის აყვანა სურს

413

გორის მუნიციპალიტეტის მერია შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რაოდენობის შეზღუდვიდან გამონაკლისის დაშვებას ითხოვს. ინფორმაციას საკრებულოს განკარგულების პროექტში ვეცნობით.

განკარგულების მიხედვით, მერიას თანამშრომელი სივრცითი მოწყობის და ინფრასტრუქტურის სამსახურში არქიტექტორის პოზიციაზე ესაჭიროება.

“გორის მუნიციპალიტეტის მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურში შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, კერძოდ სივრცითი მოწყობისა და არქიტექტურის განყოფილების ხელმძღვანელის თანამდებობიდან წასვლის გამო,რომ არ შეფერხდეს არქიტექტორული პროექტბის განხილვის საკითხი და სამსახურმა განახორციელოს საკუთარი უფლებამოსილებები მიზანშეწონილია სათანადო კვალიფიკაციის მქონე ერთი სპეციალისტი „არქიტექტორის“ შრომითი ხელშეკრულებით აყვანა“, – წერია განკარგულებაში

აღნიშნული საქმიანობების ჩასატარებლად, მერია ითხოვს ერთი პირის შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებას.