ბუკიას ბაღს რეაბილიტაცია უტარდება

572

საბურთალოს რაიონში, ბუკიას ბაღის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, სადაც 2 500 კვ.მ ფართობზე სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული სამუშაო განხორციელდება.

დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, სკვერში მოეწყობა ლედ განათების სისტემა, განახლდება შადრევანი, ჭადრაკის სივრცე, ფილები და განთავსდება სკვერისთვის საჭირო ყველა ინვენტარი. აგრეთვე, განხორციელდება გამწვანების სამუშაოები.

მათივე ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოებს საბურთალოს რაიონის გამგებელი გაიოზ ვასაძე გაეცნო. საბურთალოს გამგეობის ბიუჯეტიდან პროექტი დაფინანსებულია 871 141 ლარით.