29 სექტემბრის სხდომაზე ქედის საკრებულომ საბავშვო ბაღების თანამშრომელთა საკვალიფიკაციო მოთხოვნები დაამტკიცა. ქედის საკრებულოს დადგენილება, რომელიც სკოლამდელი დაწესებულების თანამშრომლებს გარკვეულ მოთხოვნებს უწესებს, მას შემდეგ ამოქმედდება, როდესაც საბავშვო ბაღები ავტორიზაციას გაივლიან.
ქედის საკრებულოს დადგენილებით, საბავშვო ბაღის აღმზრდელ პედაგოგს უმაღლესი განათლება მოეთხოვება, რაც შეეხება აღმზრდელ-ასისტენტს, მას საშუალო განათლება უნდა ჰქონდეს და ამასთან, გადამზადებული უნდა იყოს საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული განვითარების ტრენინგ-მოდულის მიხედვით; ჯანდაცვის მიმართულებით უმაღლესი განათლება უნდა ჰქონდეს მედდას ან პრაქტიკოსი ექთნის პროფესიული სპეციალიზაცია. განათლებასთან ერთად მედდებისთვის საკვალიფიკაციო მოთხოვნაში, ერთ-ერთ მთავარ მოთხოვნად სამედიცინო სფეროში არანაკლებ ერთწლიანი მუშაობის გამოცდილებაცაა ჩადებული.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
წყარო: ბათუმელები