დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტსა და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ სავალდებულო იქნება

597

დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო, – ამის შესახებ, უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დასრულების შემდეგ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ღია სივრცეებში კი პირბადის ტარება დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება.

„დღეიდან სავალდებულო აღარ იქნება პირბადის ტარება ღია სივრცეებში. შეზღუდვა და პირბადის ტარების რეკომენდაცია რჩება ძალაში და ვისაც სურვილი აქვს, პირბადე უნდა ატაროს, ხოლო დახურულ სივრცეებში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და ტრანსპორტის გაჩერებებზე პირბადის ტარება კვლავ რჩება სავალდებულო“, – განაცხადა ღიბრაძემ.