რესტორნებს მუშაობის უფლება კვლავ ღამის 12 საათამდე ექნებათ. ამის შესახებ განცხადება უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე განმარტებით, აღნიშნული შეზღუდვა ვრცელდება ღამის კლუბებსა და საზოგადოებრივ კვებასთან დაკავშირებულ ნებისმიერ დაწესებულებაზე.
„შეზღუდვა რჩება რესტორნების მიმართ, რომლებიც იმუშავებენ მხოლოდ 24:00 საათამდე. იგივე ეხება სხვა გასართობ დაწესებულებებს, ღამის კლუბებსა და ისეთ დაწესებებულებებს, რომლებიც დაკავშირებულია საზოგადოებრივ კვებასთან. ასევე, სასტუმროს რესტორნებსაც, რომლებსაც ჰყავთ სტუმარი და აქვთ სარესტორნო სივრცე,“- განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.
შეგახსენებთ, რომ 1 ივლისიდან საქართველოში ე.წ. კომენდანტის საათი უქმდება.