თბილისში, ნაძალადევის რაიონში, გურამიშვილის გამზირზე “ნაციონალური მოძრაობის” წარმომადგენლებს ოფისის კარი გატეხილი დახვდათ.
როგორც საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატი რევაზ სხულუხია აცხადებს, ოფისიდან წაღებულია კომპიუტერი, სკანერი, ასევე დოკუმნტები, დამტვრეულია ავეჯი.
“ძალია სამწუხაროა, რომ არჩევნებამდე ოცი დღით ადრე მსგავსი ფაქტები ხდება. იმედი მაქვს, რომ ადგილზე მყოფი სამართალდამცველები დაადგენენ რა მოხდა.”,- აცხადებს კანდიდატი.
ამ დროისთვის ადგილზე ექსპერტ-კრიმინლისტები მუშაობენ.
წყარო: 1tv.ge
ფოტო: 1tv.ge