ბენდელიანი: დედაქალაქისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემების გაუმართაობა

827

ზოგადად დედაქალაქისთვის, მერიისთვის ერთ-ერთი ძირითად გამოწვევად რჩება სანიაღვრე ქსელის, წყალარინების სისტემის გაუმართაობა, რადგან ეს პრობლემა წლების განმავლობაში გროვდებოდა. ბუნებრივია, ამ ყველაფრის 1 თვეში ან 1 წელიწადში გადაწყვეტა შეუძლებელია, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

ბოლო პერიოდში დიდი დიღმის რამდენიმე უბნის დატბორვაზე საუბრისას, ირაკლი ბენდელიანმა აღნიშნა, რომ ეს ერთ-ერთი პრობლემური არეალი.

„ამ მიმართულებით შექმნილი გვაქვს სამუშაო ჯგუფი. ეს არ არის კონკრეტულად „გუდვილის“ მიმდებარე ტერიტორიის პრობლემა. ეს არის თითქმის ნახევარი დიდი დიღმის პრობლემა, რადგან იმ ქუჩებზე, რომლებიც მოასფალტებულია, პრაქტიკულად არ არსებობს სანიაღვრე ქსელი. როდესაც უხვი ნალექი მოდის, ყველაზე დაბალ წერტილს პოულობს ამ არეალში და სწორედ ამიტომ ხდება ამ რაოდენობით უხვი ნალექის დაგროვება. სამუშაო ჯგუფი მუშაობს საპროექტო გადაწყვეტილებებზე. შესაბამისად, ამ საპროექტო დოკუმენტაციის სრულყოფილად შედგენის შემთხვევაში ფიზიკურ სამუშაობს დავიწყებთ“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.