მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანია განახლებული ძეგლი შეემატება ჩვენს ქალაქს, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილე, ირაკლი ბენდელიანმა იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„ყველამ ვიცით რა ისტორიისა და სტატუსის მქონეა მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე ჩვენი ქალაქისთვის. თითოეული წვიმის დროს იქ წყალი ჩამოდიოდა და ზიანდებოდა იქ არსებული ინფრასტრუქტურა. მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ დაუყოვნებლივ დაგვეწყო ამ ძეგლის, ამ შენობის სარესტავრაციო სამუშაოები. ამ პროექტის ღირებულება არის დაახლოების 33 მილიონი ლარი. ვინაიდან შენობა საკმაოდ მასშტაბურია, 2023 წლისთვის სრულად დასრულდება და კიდევ ერთი მნიშვნელოვანი, განახლებული ძეგლი შეემატება ჩვენს ქალაქს“, – განაცხადა ირაკლი ბენდელიანმა.