კახა კალაძე ირაკლი კობახიძესთან დაპირისპირებაზე: ეს არის ძალიან დიდი ტყუილები, ჭორები

242

თბილისის მერმა განმარტა არის თუ არა დაპირისპირება „ქართული ოცნების“ ლიდერებს შორის. ამ თემაზე კახა კალაძემ გადაცემაში „ნოესთან“​ ისაუბრა.

მისი თქმით, სხვადასხვა ინფორმაცია ვრცელდება, თითქოს ერთმანეთს ან კალაძე და კობახიძე, ან ღარიბაშვილი და კობახიძე, ან ღარიბაშვილი და კალაძე უპირისპირდებიან, თუმცა ეს ყველაფერი ტყუილია.

„ეს არის ძალიან დიდი ტყუილები, ჭორები, მიზანმიმართული და კონკრეტულად ხდება ოპოზიციური ტელევიზიების მხრიდან, რომ საზოგადოებაში შექმნან განცდა, თითქოს მმართველ გუნდში არის დაპირისპირება. თვითონ იგონებენ ჯერ სისულელეს, შემდეგ მოდიან, გისვამენ კითხვას და შენ ვალდებული ხარ უპასუხო. აი ეს არის“, – განაცხადა კალაძემ.