კახა კალაძე მუხიანის მოსახლეობას შეხვდა და პროგრამული ხედვა გააცნო.თბილისის მერობის კანდიდატმა მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დაგეგმილ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე და ეკოლოგიური გაუმჯობესების გზებზე ისაუბრა.მისი თქმით, ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის ღონისძიებები სამი მიმართულებით განხორციელდება: პარკებისა და სკვერების რეაბილიტაცია და ახალი მწვანე სივრცეების შექმნა; მუნიციპალური ტრანსპორტის განახლება და განვითარება; მშენებლობის სტანდარტების დახვეწა ეკოლოგიის და უსაფრთხოების მიმართულებით.
„2012 წლიდან დღემდე ამ მიმართულებით ბევრი რამ გაკეთდა, თუმცა კვლავ რჩებიან ადამიანები, რომლებსაც მხარდაჭერა ჭირდებათ. ჩვენ აუცილებლად ვიზრუნებთ ამ ადამიანებზე, ამავდროულად, ვიმუშავებთ მცირე და საშუალო ბიზნესის განვითარების მიმართულებით, რათა შევამციროთ სიღარიბის დონე და ქალაქში მეტი დასაქმებული გვყავდეს“ – განაცხადა თბილისის მერობის კანდიდატმა.
წყარო: ქართული ოცნება