გორის მერიამ, წმინდაწყლის დასახლებაში არსებული ყოფილი საავადმყოფოს შენობა ელექტრონულ აუქციონზე კიდევ ერთხელ გაიტანა. უწყებამ შენობის საწყისი ფასი 186 000 ლარით შეამცირა. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამჯერად, აუქციონზე მისი საწყისი ფასი 744 000 ლარია, თავდაპირველად კი, 930 000 ლარი იყო.
“შენობა მწვავედ ავარიულია, შენობა საფრთხის შემცველია და დასანგრევია. პრივატიზებიდან 1 წლის ვადაში, უნდა მოხდეს შენობის არა დემონტაჟი, არამედ დანგრევა, უსაფრთხოების ყველა ზომის გათვალისწინებით. პრივატიზაციიდან 4 წლის ვადაში მოხდეს მიწის ნაკვეთის განაშენიანება და აშენებული ობიექტის ექსპლუატაციაში მიღება” , – შენობის ყიდვით დაინტერესებულმა პირმა აღნიშნული პირობები უნდა გაითვალისწინოს.
აუქციონი 23 ივნისს დასრულდება. თუ შენობა ისევ არავინ არ იყიდა, უწყებას მოუწევს ფასი კიდევ უფრო დაწიოს.