ბასილაია: ჩატარდა კვლევა, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის ზღვის ირგვლივ არეალი

857

თბილისის ზღვასთან ძალიან ბევრი მოსაზრება იყო, თუ როგორ უნდა განვითარდეს. თუმცა ჩვენ რომ მოვედით მმართველობაში, გვქონდა სერიოზული კომუნიკაცია „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერთან“, რომელიც წყლის დისტრიბუტორი კომპანიაა დედაქალაქში და თბილისის ზღვა გამოიყენება, როგორც აქტიური რეზერუარი სასმელი წყლისთვის, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, თბილისის მერიამ ჩაატარა კვლევა და მის საფუძველზე განისაზღვრა ის სანიტარული ზონები, რამაც თავის მხრივ განსაზღვრა, თუ როგორ უნდა განვითარდეს თბილისის ზღვის ირგვლივ არეალი.

„ძალიან მკაცრი შეზღუდვები დაედო ამ არეალს, რაც ნიშნავს იმას, რომ სასმელი წყალი იქნება უსაფრთხო და მოხდება ამ არეალის სწორი განვითარება“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.