მთაწმინდის ფერდი იყო ერთ-ერთი პირველი არეალი, რომელიც ჩვენ შევისწავლეთ. მასშტაბი აღმოჩნდა ისეთი, რომ აუცილებელი გახდა ფინანსური რესურსის მობილიზება და ძალიან მნშვნელოვანია, რომ ფონდმა „ქართუ“ აიღო ეს ვალდებულება. დაახლოებით 700 ჰექტარი ფართობი შეისწავლა და შეიქმნა მიზანმიმართული გეგმა თუ რა უდნა გაკეთდეს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გადაცემა „დედაქალაქში“ ისაუბრა.
„მთაწმინდის ფერდზე ჩატარდება მასიური სანიტარული ჭრები და შეივსება ახალი ნარგავებით. ასევე გაკეთდება სარწყავი სისტემები, ლანდშაფტური ბილიკები. ზოგადად მივიღებთ იმას, რომ მთაწმინდის ფერდი იქნება დაცული, აღდგება მწვანე ნარგავები და ტერიტორია, რომელიც დღეს ფაქტობრივად არ გამოიყენება, იქნება აქტიურად გამოყენებული და იქნება ერთ-ერთი მწვანე არეალი დედაქალაქში“, – განაცხადა ბასილაიამ.