ბასილაია: ჰაერის დაბინძურება არის პრობლემა, რომელსაც პირველივე დღიდან გავუსწორეთ თვალი

811

ჰაერის დაბინძურება არის პრობლემა, რომელსაც პირველივე დღიდან გავუსწორეთ თვალი და შევუდექით მთელი რიგი ღონისძიებების განხორციელებას. დაბინძურების ერთ-ერთი მთავარი კერა არის მტვერი და მყარი ნაწილაკების კონცენტრაცია ჰაერში და ჩვენ სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან ერთად შევიმუშავეთ ახალი რეგლამენტი, რომელმაც შეზღუდა ამტვერებადი მასალების გადატანა, სამშენებლო პროცესი დაარეგულირა და ა.შ, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ღონისძიებებმა ძალიან მკაფიო შედეგები გამოიღო და ჰაერის ხარისხი გაუმჯობესებულია.

„თუმცა არსებობს დაბინძურების სხვა კერები. სამწუხაროდ, ერთ-ერთი კერა არის მოძველებული მუნიციპალური ტრანსპორტი. თუმცა ამ კუთხითაც, ძალიან საამაყოა, რომ უკვე წლის ბოლოს აღარ გვეყოლება ძველი ავტობუსები და მიკროავტობუსები, რაც კიდევ უფრო გააუმჯობესებს ჰაერის ხარისხს“, -განაცხადა ანდრია ბასილაიამ.