ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ მეტი მწვანე სივრცე, არამედ თვისობრივად უფრო მაღალი ხარისხის მწვანე სივრცეები მოგვეწყო დედაქალაქში, – ამის შესახებ დედაქალაქის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
„რა თქმა უნდა, ამას სჭირდება სათანადო მოვლა. ამის გამო ჩამოყალიბდა ეკო-სერვის ჯგუფი, რომელიც არის დედაქალაქის ერთგვარი მებაღე და ატარებს ყველა საჭირო ღონისძიებას, რომელიც სჭირდება მწვანე ნარგავებს. ასეთი ღონისძიებები სამწუხაროდ აქამდე არ ტარდებოდა, ჩვენ ვხედავთ ამის სავალალო შედეგებს საუბარია სანიტარულ ჭრებზე, ძალიან დიდი არეალებია დაავადებული და იმის გამო, რომ არ ხორციელდებოდა სათანადო ჭრები, ეს დაავადება გავრცელდა და დღეს გვაქვს კატასტროფული მდგომარეობა ძალიან ბევრ ფერდზე. ასევე ფიტო-სანიტარული სამუშაოები, რომელიც აქამდე არ ტარდებოდა. 1 წლის წინ დავიწყეთ მასშტაბურად ხეების დაწამვლა და ამ ერთ წელიწადში ნახევარ მილიონზე მეტი ხე დამუშავდა. ეს არის გარანტი, რომ მომავალში დაავდადებული არეალები არ გვექნება და ის ნარგავები, რომელთაც ჩვენ დავრგავთ გაიხარებს“, – განაცხადა ბასილაიამ.