ჩვენი მოსვლის დღიდან ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი მწვანე სივრცეების შექმნა იყო. დავინახეთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მოთხოვნა მოსახლეობის მხრიდან, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ანდრია ბასილაიამ იმედის გადაცემა „დედაქალაქში“ განაცხადა.
მისივე თქმით, სწორედ ამიტომაც, ერთ-ერთი მთავარი მიმართულება ბიუჯეტის მხრიდანაც გამწვანების ღონისძიებები იყო.
„ჯამში 2018 წლიდან, ჩვენ დავხარჯეთ 195 მილიონი, გარემოს დაცვით ღონისძიებებზე. ეს არის ორჯერ მეტი, ვიდრე წინა 8 წლის პერიოდში დახარჯული თანხები. ჩვენი მიზანი იყო არა მხოლოდ მეტი გამწვანებული სივრცე, არამედ თვისობრივად სხვა ხარისხის სივრცეები შეგვეთავაზებინა. რა თქმა უნდა, ამან ძალიან დიდი შედეგი გამოიღო“, – განაცხადა ანდრია ბასილაიამ.