თბილისის მერია: დიღმის მასივში ასფალტის საფარი 7 069კვ.მ ფართობზე მოწესრიგდა

452

დიდუბის რაიონის გამგეობამ დიღმის მასივში საგზაო ინფრასტრუქტურა 7 069 კვ.მ ფართობზე მოაწესრიგა,- ამის შესახებ ინფორმაციას დედაქალაქის მერია ავრცელებს,

მერიის ცნობით, ასფალტის საფარი რვა მისამართზე დაიგო.

„ასფალტის საფარი მოწესრიგდა ტერევერკოს ქუჩის N36-ის ეზოში და ტროტუარებზე, ბელიაშვილის ქუჩის N68-ში, ლუბლიანას ქუჩის N11/3-ში, დიღმის მასივის პირველი კვარტლის მე-13 და მე-14 კორპუსებთან, ასევე, დიღმის მასივის მესამე კვარტლის პირველ და პირველ ა კორპუსების მიმდებარედ. ამორტიზებული ტროტუარები პაიჭაძის ქუჩაზე სრულად შეიცვალა და ქვეითებს გადაადგილებაში პრობლემა აღარ ექმნებათ.

აღნიშნული სამუშაოებისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 319 395 ლარი გამოიყო. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია „ბი ემ სი“ ასრულებს“,- აღნიშნულია ინფორმაციაში.