დღეიდან ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი განახლდა

792

დღეიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით, განახლდა ქორწინების რეგისტრაციის საზეიმო ცერემონიის ჩატარების სერვისი. წყვილმა ერთობლივი განაცხადის წარსადგენად, იუსტიციის სახლებში, საზოგადოებრივ ცენტრებში, ტერიტორიულ სამსახურებსა და ქორწინების სახლებში ვიზიტი წინასწარ უნდა დაჯავშნოს პორტალზე – my.gov.ge.

შერჩეულ ფილიალში მათ ოპერატორი ერთობლივი განცხადების შეტანის საფუძველზე დაუჯავშნის რიტუალის ჩატარების ადგილს, თარიღსა და დროს. ქორწინების მსურველები და მათი თანმხლები პირები (არაუმეტეს 10 პირისა) სარეგისტრაციო სივრცეში ნიღბებით უნდა გამოცხადდნენ. ქორწინების სივრცეები უკვე გაიხსნა თელავსა და გურჯაანშიც.

ქორწინების სახლებში (სივრცეებში) საზეიმო ცერემონიალის ჩატარება და ქორწინების გასვლითი რეგისტრაცია დროებით შეჩერებული იყო, ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით გამოცხადებული საგანგებო მდგომარების გამო.