თბილისის საკრებულოს უმრავლესობა გეგმავს ბიძინა ივანიშვილის მორიგი ხუშტური დააკმაყოფილოს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის მერობის კანდიდატმა ზაალ უდუმაშვილმა ჟურნალიტებს განუცხადა.
ზაალ უდუმაშვილის თქმით, თაბორის მთაზე კიდევ ახალ ტერიტორიას უნდა შეეცვალოს ზონის სტატუსი, რითაც ბიძინა ივანიშვილი ახალი მშენებლობის დაწყებას შეძლებს. თბილისის მერობის კანდიდატის განცხადებით, ასევე, პუშკინის სკვერში, სადაც დღეს ავტოსადგომია, აღნიშნული ტერიტორიაც სიმბოლურ ფასად, 1 ლარად უნდა გადაეცეს ბიძინა ივანიშვილის მფლობელობაში არსებულ კომპანიას, რათა იქ მიწისქვეშა პარკინგი მოეწყოს.
„ბუნებრივია, ეს ავტოპარკინგი საჯარო აღარ იქნება და ფასიანი გახდება. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბიძინა ივანიშვილის კომპანია სასტუმროს აშენებს, რომელზეც მიბმული იქნება მიწისქვეშა პარკინგი. შესაბამისად, თბილისელები ისედაც ”დასაცობებულ” ქალაქში, კიდევ ერთ საპარკინგე ტერიტორიას კარგავენ“, – განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.
მისივე თქმით, საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მოითხოვენ, რომ ეს საკითხები დადებითად არ გადაწყდეს.
წყარო: ინტერპრესნიუსი