ხათუნა სამნიძე მამუკა ხაზარაძის წინადადებაზე: ოპოზიციამ ყველა შესაძლო ვერსიაზე უნდა იმსჯელოს

927

წინა სტატია

ყველანაირი ინიციატივა უნდა განვიხილოთ ოპოზიციამ – მალეა დასაწყები კოორდინაცია, – ასე ეხმიანება დეპუტატი ხათუნა სამნიძე ჟურნალისტებთან მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ ოპოზიცია თბილისის მერობის უპარტიო კანდიდატის ირგვლივ უნდა გაერთიანდეს.

სამნიძის თქმით, ჯერჯერობით კოორდინაცია ამ საკითხზე არ ყოფილა.

“მე არ მიმიღია ჯერ არანაირ საკოორდინაციო შეხვედრაში მონაწილეობა ოპოზიციურ პარტიებს შორის, მაგრამ ვთვლი, რომ მალეა ეს დასაწყები. ყველა შესაძლო ვერსიაზე უნდა იმსჯელოს ოპოზიციამ,”- განაცხადა სამნიძემ.

შეგახსენებთ, რომ „ლელოს“ ლიდერმა თბილისის მერობის კანდიდატთან დაკავშირებით გუშინ განცხადება გააკეთა.

„თბილისის მერი არ უნდა იყოს არცერთი პარტიის წარმომადგენელი, ის უნდა იყოს მეურნე ადამიანი, – ამის შესახებ “ლელოს” ლიდერმა მამუკა ხაზარაძემ განაცხადა.

მამუკა ხაზარაძე მიმართავს ყველა ოპოზიციონერ ლიდერს და პარტიას, რომ ამ იდეის გარშემო დაიწყონ ფიქრი.