ზურაბ ჯაფარიძე თბილისის მერობის შესახებ მამუკა ხაზარაძის განცხადებაზე: რთულად წარმომიდგენია ასეთი ადამიანის მოძებნა, მაგრამ თუ შანსი არსებობს, მაშინ ამ იდეის განხილვა ღირს

340

წინა სტატია

რთულად წარმომიდგენია ასეთი ადამიანის მოძებნა სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ თუ შანსი არსებობს, მაშინ ამ იდეის განხილვა ღირს,- ასე ეხმიანება „გირჩი – მეტი თავისუფლებას” ლიდერი ზურაბ ჯაფარიძე ჟურნალისტებთან „ლელოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძის ინიციატივას, რომ ოპოზიცია უნდა გაერთიანდეს მერობის ისეთი კანდიდატის გარშემო, რომელიც უპარტიო იქნება.

მისი თქმით, ინიციატივა საკმაოდ საინტერესოა და ამის განხილვა ღირს.

„ამაზე კონსულტაციები თუ იქნება, მე მგონია, რომ მინიმუმ ამის განხილვა ღირს. ამ წუთში, როგორც ადრე ვთქვი, გადაწყვეტილება მიღებული არ გვაქვს, თუმცა, ატმოსფერო არის ასეთი „გირჩი – მეტი თავისუფლებას“ შიგნით, რომ უნდა ჰქონდეს თავის საკუთარი კამპანია, თუმცა, შეიძლება დალაგდეს კომბინაციაც, სადაც თავის კამპანია ექნება, მაგრამ იქნება საერთო ამ თამაშის ნაწილი. რთულად წარმომიდგენია ასეთი ადამიანის მოძებნა სიმართლე რომ გითხრათ, მაგრამ თუ შანსი არსებობს, მაშინ ამ იდეის განხილვა ღირს, რადგან მამუკამ გააჟღერა, შეიძლება ვინმე ჰყავდეს წარმოდგენილი, მე ვერ გავიხსენე ვერავინ ისეთი, თუ მამუკამ იცის ვინმე, განხილვას წინ რა უდგას,”- განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.