აღმოსავლეთ ევროპის ცენტრი „მრავალპარტიული დემოკრატიისათვის“ (EECMD) ორგანიზებით, სასტუმრო ,,მოსმიერში” გამართულ შეხვედრაზე თელავის მუნიციპალიტეტის მერმა შოთა ნარეკლიშვილმა, კახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ირაკლი შიოშვილმა და თელავის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავჯდომარემ არჩილ თხლაშიძემ საზოგადოებას გასული წლის ანგარიში წარუდგინეს და 2021 წელს მიმდინარე მნიშვნელოვან პროექტებზე ისაუბრეს.
თელავის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, შეხვედრას თელავის დემოკრატიის სკოლის კურსდამთავრებულები, არასამთავრობო სექტორისა და მედიის წარმომადგენლები, ასევე მერიის სხვადასხვა სამსახურის უფროსები დაესწრნენ.
,,გასული წლის ანგარიში, წესების სრული დაცვით რამდენიმე თვის წინ განვათავსეთ მერიის ოფიციალურ გვერდზე. თუმცა პანდემიიდან გამომდინარე ერთწლიანი მუშაობის ანგარიში ფართო საზოგადოებისთვის პირადად არ წარმიდგენია. დღეს არაჩვეულიბრივი შესაძლობელობა გვქონდა – შეკრებულ საზოგადოებას, ვფიქრობ, ამომწურავად მივაწოდეთ ინფორმაცია ისეთ მნიშვნელოვან საკითხებზე, როგორიც არის მაგალითად, მუნიციპალური ტრანსპორტი, საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, წყალმომარაგების კუთხით განხორციელებული სამუშაოები, მრავალსართულიანი საცხოვრებელი ბინების ეზოების კეთილმოწყობის მასშტაბური პროექტი და ა.შ.”, – აღნიშნა თელავის მუნიციპალიტეტის მერმა, შოთა ნარეკლიშვილმა.
როგორც თელავის მერიაში აღნიშნავენ, EECMD-ის ორგანიზებით გამართული აღნიშნული ფორმატის შეხვედრები ტრადიციულ ხასიათს ატარებს და მასში თელავის მუნიციპალიტეტის მერია ყოველთვის აქტიურად არის ჩართული.