გლდანის რაიონში საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგება გრძელდება. დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, ამჯერად, გლდანის გამგეობის მიერ გიორგიწმინდის დასახლებაში, ჭავჭავაძის ქუჩის მონაკვეთზე გზის საფარის მოწყობის სამუშაოები სრულდება.
მათივე ინფორმაციით, ჭავჭავაძის ქუჩაზე ასფალტის საფარი აქამდე არ არსებობდა. აღნიშნულ მონაკვეთზე წყალარინების ქსელი მოწესრიგდა. ახლა კი, 2 100-მდე კვადრატულ მეტრ ფართობზე, ასფალტის საფარის დაგება სრულდება.
პროექტისთვის დაახლოებით, 153 000 ლარი დაიხარჯება. მიმდინარე სამუშაოებს გლდანის რაიონის გამგებელი ლევან ნაროუშვილი ადგილზე გაეცნო.