ხულოში იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა წელსაც ამოქმედდა

318

ხულოში იალაღებზე მგზავრთა უფასო ტრანსპორტირების პროგრამა წელსაც ამოქმედდა. შეღავათით სარგებლობა ადგილობრივებთან ერთად ტურისტებსაც შეუძლიათ. ინფორმაციას აჭარის მაუწყებელი ავრცელებს.

პროგრამისთვის თვითმმართველობამ წელს 30 ათასი ლარი გაითვალისწინა. მოქალაქეებს ტრანსპორტი  უფასოდ  ზაფხულის ბოლომდე მოემსახურებათ.