გორის მერიას ბავშვთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა 2 540 ლარი დაუჯდა

451

პანდემიის მიუხედავად, გორში ბავშვთა საერთაშორისო დღე აღინიშნა. ღონისძიებების ფინანსური მხარდაჭერა მერიამ უზრუნველყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

“ღონისძიებას სოციალურად დაუცველი და შშმ პატარები დაესწრნენ. დღის განმავლობაში გასართობმა ცენტრმა „რიო“ 85 ბავშვს უმასპინძლა.ღონისძიების განსახორციელებლად „განათლების ხელშეწყობისა და თანადაფინანსების პროგრამის“ ფარგლებში ადგილობრივი ბიუჯეტიდან 2 540 ლარი გამოიყო” , – აცხადებენ მერიაში.

უწყების ცნობით, გარდა სხვადასხვა გასართობ აქტივობებებში მონაწილეობისა, ღონისძიების ბენეფიციარებს სასურსათო პაკეტები და საჩუქრებიც გადაეცათ.