შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედება ერთი წლით – 2022 წლის 30 ივნისამდე გადაიწევს.
“შენობების ენერგოეფექტურობის შესახებ“ კანონი შენობების ენერგოეფექტურობის მინიმალური მოთხოვნების ამოქმედებას 2021 წლის 30 ივნისამდე ითვალისწინებს. პარლამენტს კი წარედგინა პროექტი აღნიშნული ვადის ერთი წლით გადაწევის თაობაზე.
„ამ პერიოდში ვერ ესწრება მშენებლობის ნებართვის გამცემ ორგანოებში (მუნიციპალიტეტები და სსიპ “ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტო“) სათანადო კადრების მომზადება, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ ამ მოთხოვნების ადმინისტრირება მშენებლობის ნებართვისგაცემის პროცესში. აღნიშნული მნიშვნელოვანწილად განაპირობა კოვიდ-19 პანდემიით გამოწვეულმა სირთულეებმა. დამატებითი დრო დასჭირდა ტრენინგისა და გადამზადებისთვისსათანადო პროცესის დაწყებისთვის ტენდერის მეშვეობით შესაბამისი საკონსულტაციო კომპანიის შერჩევისა და მასთან მოლაპარაკებების წარმართვას“, – აღნიშნულია პროექტის განმარტებით ბარათში.
კანონპროექტი პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის წარმომადგენლებმა მოამზადეს.