გაბუნია: როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც დადგება

824

„როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც დადგება. ეს იქნება არადიფერენცირებული მიდგომის რეჟიმში და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ეს სარგებელი გაიზიაროს“, – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა.

მისივე განცხადებით, ვაქცინირებული ადამიანებისთვის ბენეფიტებისა და დამატებითი სარგებლის შესახებ საუბრისას, გასათვალისწინებელია, რომ მთავარი სარგებელი მაინც ჯანმრთელობის რისკების შემცირებას უკავშირდება.

„ზოგიერთ ქვეყანაში, გარკვეული ინსენტივები მოქმედებს – მაგალითად, პირბადის ტარების ვალდებულებისგან პირის გათავისუფლება, მაგრამ აქაც მნიშვნელოვანია, რომ ვაქცინებზე შეუზღუდავი ხელმისაწვდომობა გვქონდეს. როგორც ვხედავთ, ვაქცინებზე მოთხოვნა აღემატება მისი მიწოდების შესაძლებლობას. ამდენად, როცა მასობრივი ვაქცინაცია დაიწყება და მოსახლეობის გარკვეული პროცენტი აიცრება, დადგება კომენდანტის საათის შემსუბუქების შესაძლებლობაც. ეს იქნება არადიფერენცირებული მიდგომის რეჟიმში და ყველას ექნება შესაძლებლობა, რომ ეს სარგებელი გაიზიაროს. ამდენად, ცოტა რთულია კონკრეტული სარგებლისა და ბენეფიტების დაწესება და შემდეგ, ამის მართვა, მაგრამ მეორე მხრივ, უსაფრთხო გარემო უნდა შეიქმნას როგორც ტურიზმის სექტორში, ისე – სარესტორნო ბიზნესსა და სამედიცინო დაწესებულებაში“, – აღნიშნა თამარ გაბუნიამ.

მისივე განცხადებით, ვაქცინის ორივე დოზით საქართველოში. 30 722 ადამიანია აცრილი, ეს არაა მაღალი მაჩვენებელი, თუმცა ვაქცინაციის პროცესი აქტიურად გრძელდება.