ლევან ხაბეიშვილს საკრებულოში თორნიკე ბიკაშვილი ჩაანაცვლებს

416

ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულო ოპოზიციონერი წევრის, ლევან ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე დღეს იმსჯელებს. სხდომა 16:00 საათზეა ჩანიშნული.

ხაბეიშვილის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც ის პარლამენტის დეპუტატი გახდა.

ხაბეიშვილს თბილისის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი თორნიკე ბიკაშვილი ჩაანაცვლებს. ბიკაშვილი უფლებამოსილების განხორციელებას მას შემდეგ შეუდგება, რაც ცენტრალური საარჩევნო კომისია თბილისის საკრებულოს წერილით მიმართავს.