თბილისში გაზი 8 თეთრით გაძვირდა. გადაწყვეტილება ენერგეტიკისა და წყალმომარაგების კომისიამ 27 მაისს მიიღო. განახლებული ტარიფით საფასურის გადახდა მოქალაქეებს დღეიდან, 1 ივნისიდან მოუწევთ.
კომპანია “თბილისი ენერჯის” განცხადებით, კომპანია გაზს 34 თეთრად ყიდულობს და 26 თეთრად ყიდის,რაც ლარის კურსის ცვლილებითა გამოწვეული, ამის გამო კომპანიას 20 მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.
ამ დრომდე 1 კუბურ მეტრი გაზის ფასი 46,1 თეთრი იყო, 1 ივნისიდან კი ფასი 7,8 თეთრით 54 თეთრამდე იზრდება. ეს იმას ნიშნავს, რომ ყოველ მოხმარებულ 100 კუბურ მეტრ გაზზე 8 ლარით გაიზარდა ფასი. ახალი ტარიფი 2023 წლის პირველ იანვრამდე იქნება ძალაში.
გაზის ახალი ტარიფი ძალაში 2021 წლის 1 ივნისიდან შევა და 2023 წლის იანვრამდე იმოქმედებს.