გორის მუნიციპალიტეტში 10 საბავშვო ბაღის რეაბილიტაცია იგეგმება

533

გორის მერმა ონლაინ რეჟიმში, საზოგადოებას განხორციელებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო.

კონსტანტინე თავზარაშვილის განმარტებით, დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების პარალელურად მიმდინარეობს მშენებლობა ანწუხელიძის ქუჩაზე და ერგნეთში.

გორის მერის თქმით, ზოგიერთ სოფელში საბავშვო ბაღი საერთოდ არ არის, რაც მისივე თქმით, მომავალში ახალმა თვითმმართველობამ უნდა გაითვალისწინოს.