გორის სოფელ ბნავისში ნაგვის ურნები დადგეს

572

გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ბნავისში 8 ახალი ნაგვის ურნა დადგეს. ინფორმაციას რადიო მოზაიკა ავრცელებს.

ატენის დეპუტატი გორის საკრებულოში შოთა ვანიშვილი ამბობს, რომ ურნების დამატება ეტაპობრივად მოხდება.

“დავდგით 8 ურნა, 20-25 ოჯახზე ერთიცალია გათვლილი, ასაწყობია კიდევ ვაპირებთ დამატებას. აქამდე ბნავისს ნაგვის ურნები არ ჰქონია, წყალი და გზა კეთდებოდა გადათხრილი იყო უბნები, რის გამოც ვერ მოვახერხეთ განთავსება”, – ამბობს შოთა ვანიშვილი