კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარადგინა

861

სატრანსპორტო პოლიტიკა არის ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის მიზანია მოქალაქეები სწრაფად და კომფორტულად, ყოველგვარი შეფერხების გარეშე გადაადგილდებოდნენ ქალაქის ერთო ადგილიდან მეორე მიმართულებით, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ თბილისის სატრანსპორტო პოლიტიკის ანგარიში წარდგენის დროს განაცხადა.

მერის თქმით, მას და მის გუნდს სატრანსორტო პოლიტიკის მიზნები თავიდანვე ჰქონდა გაცხადებული.

„ჩვენ გვსურდა, რომ თბილისში ფუნდამენტურად შეგვეცვალა აქამდე არსებული მიდგომები, განგვეხორციელებინა შესაბამისი ტრანსპორტის მოდერნიზაცია, ინფრასტრუქტურის განახლება და ახალი რეფორმები წამოგვეწყო“, – განაცხადა კახა კალაძემ.