მოახლოებული ტურისტული სეზონის პარალელურად, აჭარაში ზღვის წყლის ხარისხის შემოწმება მიმდინარეობს. ბიომრავალფერეოვნებისა და გარემოს ინტეგრირებუყლი მართვის სააგენტოში, ამ ეტაპზე, მიღებული შედეგებით კმაყოფილნი არიან. საპირისპიროს ამბობენ ტურისტები. მათთვის სანაპირო ზოლსა და წყალში არსებული ვითარება მიუღებელია. თითქმის იდენტური მოსაზრება აქვთ ეკოლოგებსაც. ამ თემაზე სიუჟეტს ტვ25 ავრცელებს.
სეზონი, ოფიციალურად არ გახსნილა, თუმცა, ტურისტები ზღვაზე საბანაოდ მაინც დადიან. უცხოელ ვიზიტორებს, ბათუმი, სანახაობებით იზიდავთ, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, ზღვის წყლის, მდგომარეობა არ მოსწონთ. ამბობენ, რომ წყალი დაბინძურებულია.
ნაწილი ჯერ საბანაოდ არ გასულა, თუმცა,იციან, რომ წყალი ბულვარის მიმდებარედ ადრეც დაბინძურებული იყო. ამბობენ,რომ შედარებით სუფთა წყალი, გონიო-კვარიათისმიმდებარე პლაჟებთანაა.
არადა, აჭარის სანაპიროს გასწვრივ, ზღვის წყლის ხარისხობრივი მაჩვენებლით კმაყოფილნი არიან ბიომრავალფეროვნების და გარემოს ინტეგრირებული მართვის სამმართველოში.გურანდ ბაგრატიონი ამბობს, რომ ჩატარებული კვლევების მონაცემებით, წყალი სუფთაა და პათოგენები და ბაქტერიები არ ფიქსირდება. ჯერ-ჯერობით, მხოლოდ, 16 სინჯია აღებული, სააგენტო ჯამში 120 სინჯის აღებას გეგმავს. ივნისის თვეში კი, პროცესი სამჯერ განხორციელდება.
ზღვის წყლის სინჯებს, სანაპირო ზოლიდან დაახლოებით ას მეტრში იღებენ. რამდენად მისაღებია ეს? ეკოლოგი ამბობს, რომ ასეთ მანძილზე სინჯის აღებას, შედეგი არ აქვს და მონაცემები ეფექტური და ზუსტივერ იქნება. კახა გუჩმანიძის თქმით, გაუმართავი წყალანირების სისტემის და სანიაღვრე არხების, არასრული გაწმენდა აბინძურებს წყალს. გუჩმანიძის შეფასებით, ზღვის წყლის ერთ-ერთი მთავარი დამაბინძურებელი კერა გონიოს პოლიგონია.
აჭარაში, ზაფხულის საზღვაო ტურისტული სეზონი ოფიციალურად 15 ივნისს იხსნება. ზღვის წყლის ხარისხის მაჩვენებელი კი, სინჯების ეტაპობრივად აღების შემდგომ გახდება ცნობილი.