თბილისის მერიის ინფორმაციით, 30 სექტემბრიდან თბილისის მედიათეკების სამივე ფილიალში (ვაკე, ვარკეთილი, ნაძალადევი) შემეცნებით-საგანმანათლებლო პროექტი იწყება, რომელიც 6-დან 10 წლამდე ბავშვებსა და 10-დან 15 წლამდე მოზარდებზეა გათვლილი.
პატარებისთვის შედგენილია მრავალფეროვანი პროგრამა – ხატვის, მუსიკის, ანიმაციის, ეკოლოგიის და ხელოვნების მიმართულებით. ბავშვები ასევე გახდებიან მკითხველთა კლუბის წევრები და მსახიობებთან ერთად იმოგზაურებენ წიგნის ჯადოსნურ სამყაროში.
შეხვედრები ყოველ შაბათს გაიმართება, 13:00-დან 15:00 საათამდე. პროგრამის ღირებულება განსაზღვრულია ისე რომ მაქსიმალურად ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის.
რეგისტრაცია მიმდინარეობს თბილისის მედიათეკის ყველა ფილიალში, პირველი შეხვედრა კი 30 სექტემბერს გაიმართება.
წყარო: აიპრესი