მოეწყოს გოგონათა სპორტული მარათონი გორში – მერიისგან მხარდაჭერას ითხოვენ

452

გორის კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის წარმომადგენელი, ფიქრია გელაშვილი-ბრეგვაძე სპორტში გოგონათა ჩართულობის გაზრდისთვის ახალ იდეას ასახელებს. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

მისი აზრით, საჭიროა სპორტის გარკვეული სახეობების პოპულარიზაცია, არსებული სტერეოტიპული მიდგომების დასამსხვრევად და ამ სფეროში მხოლოდ ბიჭები/კაცები არ ფიგურირებდნენ. ინიციატივა ფიქრია ბრეგვაძე-გელაშვილმა რადიო “მოზაიკას” გადაცემაში “ქალების გაძლიერებისთვის გააჟღერა, რომლის სრული ჩანაწერის ნახვა მაყურებელს ორშაბათს 19:00 საათზე შეეძლება.

“მზად ვართ ჩვენი ორგანიზაციის სახელით მოვაწყოთ გორში გოგონათა სპორტული მარათონი, სირბილიც იყოს, ველო რბოლა და ა.შ. როდესაც მარათონზეა ხოლმე საუბარი, მასში უმრავლესწილად ბიჭები მონაწილეობენ, თუ გოგონებმა გამოთქვეს სურვილი ისინი უმცირესობაში ექცევიან და მათთვის ეს სიტუაცია ხშირად არ არის კომფორტული. ამიტომ თუ გამოაცხადებთ, რომ აქ მხოლოდ გოგონები მიიღებენ მონაწილეობას დამიჯერეთ ძალიან ბევრი მათგანი წარმოაჩენს საკუთარ სპორტულ შესაძლებლობას”, -აღნიშნა ფიქრია ბრეგვაძე-გელაშვილმა.