გორის ეპარქიამ გოგებაშვილის სკვერი დაკეტა

335

ეკლესიისთვის შეუფერებელი და ამორალური ქმედებების გახშირებული ფაქტების გამო, გოგებაშვილის სკვერი გორის ეპარქიამ დაკეტა. ამის შესახებ ციხისუბანში მცხოვრებმა მოსახლეობამ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს განუცხადა.

მათი თქმით, ეპარქიის ხელმძღვანელმა საკუთარი თვალით ნახა სკვერში თინეიჯერების თავყრილობები, ქეიფისა და ნარკოტიკების შემცველი მცენარეული ნივთიერებების ნარჩენები, დაყრილი ბოთლები და დაზიანებული სკამები.

ერთ კვირაზე მეტია, რაც ეს სკვერი დაიკეტა. მეუფემ საკუთარი თვალით ნახა, რაც ხდებოდა აქ. ჩვენ სულ ამ გზაზე დავდიოდით და ისეთი რამეები ხდებოდა, ჩვენც კი გვერიდებოდა ხოლმე გავლა. ზედ ცხვირწინ უბოლებდნენ მეუფეს ეს ბავშვები, რა ვიცით, რას ეწეოდნენ. იქ ბოთლები, იქ დაზიანებული სკამები, – ამბობენ ციხისუბანში მცხოვრები მოქალაქეები.

ამჟამად, გოგებაშვილის სკვერი მხოლოდ წირვის დროს იხსნება, როდესაც ეკლესიაში მრევლი მიდის.