გორის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის სააგენტო მატერიალურ-ტექნიკურ ბაზას ქმნის. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
ამისთვის უწყება ტენდერს კომპიუტერული ტექნიკის შესაძენად აცხადებს. წინადადებების მიღება დასრულებულია. ტენდერში მონაწილეობის სურვილი მხოლოდ ერთმა კომპანიამ გამოთქვა, რომელიც მუნიციპალურ ორგანიზაციას მომსახურების გაწევას 41 777 ლარად სთავაზობს.
ტრანსპორტის სააგენტოს სურს, რომ აღნიშნულ თანხაში შეიძინოს 6 ლეპქტოპი, 10 პერსონალური კომპიუტერი და 5 მრავალფუნქციური შავ-თეთრი პრიინტერი. ამ ეტაპზე შერჩევა-შეფასების პროცესი მიმდინარეობს. ტენდერში გამარჯვებულ კომპანიას ტრანსპორტის სააგენტო უახლოეს პერიოდში დაასახელებს.