ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრის აფხაზეთის წარმომადგენლებს და დევნილი თემების ლიდერებს შეხვდნენ. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
შეხვედრა საქველმოქმედო ჰუმანიტარული ცენტრი “აფხაზეთისა” და ევროპის ფონდის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში გაიმართა. პროექტის მიზანი თვითმმართველობებში არსებული საარსებო წყაროების რესურსებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და ადგილობრივ თემში დევნილთა ინტეგრაციის ხელშეწყობაა.
შეხვედრაზე სამიზნე თემის ლიდერებმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმოადგენლებს გააცნეს პირველადი კვლევების შედეგები (პრობლემები, რომლებიც ყველაზე მეტად აწუხებთ მათ დასახლებებს).
“სტუმრებს მივაწოდეთ ინფორმაცია იმ მუნიციპალური პროგრამებისა და პროექტების შესახებ, რომელებიც დაეხმარება დევნილ თემებს რიგი საკითხების გადაწყვეტაში”,-განმარტავენ მერიაში.
დევნილი თემებში არსებული გადასაჭრელი საკითხების მოგვარების მიზნით, მხარეები სამომავლოდ აქტიურ თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.