უნივერსიტეტების ნაწილი სწავლას დისტანციურად, ნაწილი კი ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლებს

637

მთავრობის მიერ გამოცხადებული არდადეგების დასრულების შემდეგ, უნივერსიტეტების ნაწილი სწავლას დისტანციურ რეჟიმში განაახლებს, ნაწილი კი კვლავ ჰიბრიდულ სწავლების პირობებში დარჩება.

უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 13 მაისიდან სასწავლო და სააღმზრდელო დაწესებულებები მუშაობას ჩვეულ რეჟიმში განაახლებენ.
როგორც ცნობილია, 15 მარტიდან უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს და პროფესიულ სასწავლებლებს მიენიჭათ უფლება, სასწავლო პროცესი აუდიტორიებში განეახლებინათ. უნივერსიტეტებს და კოლეჯებს ჰქონდათ უფლება, განათლების სამინისტროსთან შეთანხმებით, თავად მიეღოთ გადაწყვეტილება და სასწავლო პროცესი ონლაინ ან ჰიბრიდულ რეჟიმში გაეგრძელებინათ.

უმაღლესი სასწავლებლების ნაწილმა მაშინ სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განაახლა, რაც სალექციო კურსის – ონლაინ რეჟიმში, პრაქტიკულ სამუშაოების კი დასწრებულ რეჟიმში წარმართვას გულისხმობდა.