ღიბრაძე: როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია მოხდება რეგულაციების შემსუბუქება

792

დღეიდან მოიხსნა ყველა ის რეგულაცია, რომელიც უქმე დღეებთან დაკავშირებით იყო დამატებით შემოღებული. ეს ეხება მუნიციპალურ ტრანსპორტს, სკოლებს, სააღმზრდელო დაწესებულებებს, ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსმა გიორგი ღიბრაძემ, ჟურნალისტებს განუცხადა.

ოპერაციული შტაბის უფროსის თმით, სხვა არსებული შეზღუდვები ძალაში რჩება.

„ეს საკითხი ცხადია, ყველას გვაწუხებს, როგორც მოსახლეობას, ისე იმ ადამიანებს, ვინც გადაწყვეტილებებს იღებს. სიტუაციის ანალიზი პერმანენტულ რეჟიმში ხდება. უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოზე ხდება ერთიანი ინფორმაციის გაანალიზება და როგორც კი ეპიდემიოლოგიური ვითარება საშუალებას მოგვცემს, ცხადია მოხდება რეგულაციების შემსუბუქება. ეს არ არის დამოკიდებული მხოლოდ ციფრებზე. იქ უამრავი სხვა კომპონენტია, რომლის გათვალისწინებაც ხდება გადაწყვეტილების მიღების დროს. როგორც კი კომპონენტების ერთობლიობა მოგვცემს საშუალებას, ცხადია, მოხდება რეგულაციების შემსუბუქება“, – განაცხადა გიორგი ღიბრაძემ.