ცერცვაძე: ზოგიერთს გაცნობიერებული არ აქვს, რომ პირბადის არგაკეთებით დააინფიცირა ადამიანები

267

ვისაც პირბადე არ უკეთია, მას თავისი პასუხი აქვს – ვირუსის არ მეშინია, ეს იცით როგორაა, ომში ვინც მიდის და ჰგონია, რომ არ დაიღუპება, – ამის შესახებ ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ „იმედის დღეში“ განაცხადა.

„არის ბევრი ადამიანი, ვისაც ვირუსის არსებობის ისევ არ სჯერა. მე მინახავს, თავს როგორ იწონებენ, იმით, რომ პირბადე არ უკეთიათ. მინდა ყველას ვუთხრა, რომ ეს არის ყველაზე დიდი შეცდომა. უცხოეთში, არავის სიამოვნებს პირბადის ტარება, მაგრამ ევროპის ქვეყნებში, მოსახლეობის 80-90 პროცენტი პირბადეს ატარებს. შეიძლება შენ არ დაგემართოს, მეორე და მთავარი, შენ ხარ ინფექციის გავრცელების წყარო. ის, რომ დღეს 27 ადამიანი გარდაიცვალა იმიტომ, რომ ვიღაცას არ ეკეთა პირბადე და იმ ვიღაცას ეს გაცნობიერებული არ აქვს, მან რომ პირბადე არ გაიკეთა, ამით ვიღაცა დააინფიცირა და ვიღაცებიდან 27 ადამიანი გარდაიცვალა“, – განაცხადა თენგიზ ცერცვაძემ.