აქუბარდია: „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვაპირებთ, რომ ცალკე გავიდეთ არჩევნებზე, თუმცა, მნიშვნელოვანია კონსულტაციები და ჩვენ ამისთვის მზად ვართ

609

„სტრატეგია აღმაშენებელი” არ აპირებს გაერთიანებას სხვა პარტიებთან, მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან იმისთვის, რომ „ქართული ოცნება” დავამარცხოთ,- ამის შესახებ „სტრატეგია აღმაშენებლის” წევრმა თეონა აქუბარდიამ პარლამენტში, ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც მან აღნიშნა, მნიშვნელოვანია, რომ პროპორციულ ნაწილში ოპოზიციამ „ქართულ ოცნებას“ ხმები „წაართვას”, რათა რიგგარეშე არჩევნები ჩატარდეს და ამ საკითხზე ამისთვის ოპოზიციაში კონსულტაციები საჭიროა.

„არჩევნების პროპორციულ ნაწილში მმართველი გუნდის მხრიდან 43 პროცენტის ვერაღების შემთხვევაში ტარდება რიგგარეშე არჩევნები.

„სტრატეგია აღმაშენებელი” არ აპირებს გაერთიანებას სხვა პარტიებთან. ჩვემ გვაქვს ჩვენი ხედვა ამასთან დაკავშირებით, მიუხედავად იმისა, რომ ვაპირებთ კონსულტაციებს სხვა პარტიებთან იმისთვის, რომ “ქართული ოცნება” დავამარცხოთ.

„ნაციონალური მოძრაობის” ლიდერმა ახლახანს დატოვა საპატიმრო, რა თქმა უნდა, იქნება შეხვედრა როგორც ნიკა მელიასთან, ასევე სხვა პოლიტიკური პარტიების ლიდერებთან. „სტრატეგია აღმაშენებელი“ ვაპირებთ, რომ ცალკე გავიდეთ ამ არჩევნებზე, თუმცა, მნიშვნელოვანია კონსულტაციები და ჩვენ ამისთვის მზად ვართ,”- განაცხადა აქუბარდიამ.