გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ოთარ ცარიელაშვილმა შესყიდვების სააგენტოს დავების საბჭოში უჩივლა. საბჭომ განიხილა აღნიშნული საჩივარი და დაასკვნა, რომ ცარიელაშვილის არგუმენტები უსამართლო დისკვალიფიკაციასთან დაკავშირებით, სამართლიანია. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.
“დაევალოს ა(ა)იპ „გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს“ სატენდერო კომისიას გააუქმოს 2021 წლის 8 აპრილის სხდომის №4 ოქმით მიღებული გადაწყვეტილება და სახელმწიფო შესყიდვა უნდა განახორციელოს წინამდებარე გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილის გათვალისწინებით და სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის მოთხოვნათა სრული დაცვით” , – ვკითხულობთ საბჭოს გადაწყვეტილებაში.
აღსანიშნავია, რომ საქმე ეხება გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს გამოცხადებულ ტენდერს სატრანსპორტო მომსახურებასთან დაკავშირებით. წლების განმავლობაში, ოთარ ცარიელაშვილი სააგენტოს ტენდერებში უკონკურენტოდ იმარჯვებდა.