გორში, ქვახვრელი-უფლისციხის გზაზე ასფალტს სასაფლაომდე დააგებენ

263

გორის მუნიციპალიტეტის ქვახვრელში ახალი ასფალტი რკინიგზის სადგურიდან სასაფლაომდე დაიგება. ამისათვის გორის მერიამ 350 000 ლარი გამოყო. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი წერს.

პროექტის მიხედვით, სამუშაოები 3 თვე გაგრძელდება. გამარჯვებული კომპანია მაისის ბოლოს გამოვლინდება.

მოასფალტდება დაახლოებით 880 მ სიგრძის გზა.

აღნიშნული მონაკვეთი უერთდება უფლისციხის მუზეუმის შემოვლით გზას, რომელიც ერთაწმინდა-ქვათახევის ტურისტულ მარშრუტს წარმოადგენს. უფლისციხე-გორის გზა კი სრულად მოასფალტებულია.

უფლისციხე-ქვათახევი-ერთაწმინდას მარშრუტზე მოსაწესრიგებელი დარჩება ზედაველას გზა, რასაც ადგილობრივები ,,რვაასმეტრიანს” უწოდებენ.