ხელვაჩაურში, ე.წ. ოცნების ქალაქში მცხოვრებლებისთვის კორპუსების მშენებლობის მეორე ეტაპი იწყება. როგორც აჭარის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძემ განაცხადა, პირველ ეტაპზე 582 ოჯახი საცხოვრებლით დაკმაყოფილდება.
„ჩვენთვის მნიშვნელოვან და სტრატეგიულ პროექტს წარმოადგენს “ოცნების ქალაქის” მშენებლობა, რომლის მშენებლობის პირველი ფაზა აქტიურად ხორციელდება. დღესვე უკვე მეორე ფაზის შესაბამისი პროცედურები დაიწყება. პირველ ეტაპზე ვახდენთ 582 ოჯახის დაკმაყოფილებას, თუმცა ეს პროექტი გაგრძელდება მანამ, სანამ ბოლო ოჯახიც არ იქნება დაკმაყოფილებული შესაბამისი ღირსეული საცხოვრისით და რა თქმა უნდა, ჩვენ უზრუნველვყოფთ, რომ შესაბამისი საბიუჯეტო რესურსი იქნას მობილიზებული და გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტში”, – განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.